27 სექტემბერს, პარიზში, Avenue Montaigne-ზე, JACQUEMUS-ის პირველი მაღაზია გაიხსნა. ახალგაზრდა დიზაინერის ამბიციური ნაბიჯის წარმატება უკვე შესამჩნევია. ჟაკმუსის მაღაზიასთან რიგები დგება, კოლექციები კი, განსაკუთრებით აქსესუარები, დღეებში სრულად იყიდება. როგორც მოდის გავლენიანი ბიზნეს გამოცემა BOF აღნიშნავს, წლის ბოლოს, ჟაკმუსის ბრუნვა 200 მილიონ დოლარს მიაღწევს. ეს 31 წლის სიმონ ჟაკმუსს ახალი თაობის ყველაზე წარმატებულ დამოუკიდებელ დიზაინერად აქცევს.


“ანა ვინტურმა მკითხა რომელ დიდ ბრენდში ვისურვებდი მოხვედრას, მე ვუპასუხე, რომ უკვე მაქვს დიდი ბრენდი -JACQUEMUS ”
– სიმონ ჟაკმუსი.

მოსალოდნელია, რომ 2025 წლისთვის, JACQUEMUS-ის ბრუნვა ნახევარ მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.