“თინეიჯერობისას, კოლეჯში სწავლის პერიოდში Blumarine-თი და მისთვის დამახასიათებელი ესთეტიკით მოხიბლული ვიყავი – ის ჩემთვის უკიდურესად ფემინურ, სასურველ მოდას წარმოადგენდა,” – განაცხადა Heaven by Marc Jacobs-ის კრეატიულმა დირექტორმა ავა ნირუიმ. “მახსოვს როგორ მიზიდავდა Blumarine-ს რეკლამები. იყო რაღაც ძალიან ძლიერი იმაში, თუ როგორ გამოსახავდა ბრენდი ქალებს, იმ ფოტოებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. Blumarine-სა და Marc Jacobs-ს შორის მაშინაც და ახლაც იმდენი პარალელია, რომ ვფიქრობ, ეს კოლექცია ორივე ბრენდისთვის ნამდვილად აზრიანია.”

11 ნივთისგან შემდგარი კაფსულა კოლექცია უკვე გაყიდვაშია. ის 2000-იანი წლების მკვეთრად ფემინური ესთეტიკით არის შთაგონებული და მოიცავს: ვარდისფერი კამუფლაჟის მაქმანებიან ტოპს, ჰუდსა და მხარზე გადასაკიდ პატარა ზომის ჩანთას, მოქარგული დენიმის მოკლე ჟაკეტს და მინი ქვედაბოლოს, მოკლე შავ კარდიგანს ფუმფულა ღია ვარდისფერი საყელოთი და ჯაჭვებიან ქამარს. ტანსაცმლისა და აქსესუარების ფასები 95$-დან 395$ მერყეობს და ხელმისაწვდომია როგორც Marc Jacobs-ის და Blumarine-ს ვებგვერდებზე, ისე Heaven by Marc Jacobs-ის ლონდონსა და ფეირფაქსში მდებარე მაღაზიებში. კოლექციას თავის მომხმარებლებს სთავაზობს Dover Street Market-იც.

სარეკლამო კამპანიისთვის მრავალფეროვანი ქასთი პეტრა კოლინსის ობიექტივში მოექცა, გადაღებაზე სტილისტად კი ლოტა ვოლკოვამ იმუშავა. ფოტოებმა რთულია არ გაგვახსენოს სკოლის პოპულარული მოსწავლეების შესახებ 2004 წელს გამოსული ცნობილი ფილმის – “Mean Girls”-ის ესთეტიკა. სკოლის კედლებს შორის თინეიჯერები ამჯერად თავს Blumarine x Heaven by Marc Jacobs-ის კოლექციით იწონებენ.

ფოტოები კამპანიიდან