“ტეილორ სვიფტის Eras-ს ტურმა იმდენი ფული გამოიმუშავა, რამდენსაც მცირე ქვეყნების ეკონომიკა შეადგენს” – ვკითხულობთ „ბლუმბერგის“ ახალ სტატიაში, რომელიც პოპ-ვარსკვლავის ახალი სტატუსს გვაცნობს. ტეილორ სვიფტი მილიარდერია და მისი ქონება ახლა 1.1 მილიარდ დოლარს შეადგენს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, სვიფტმა მილიარდერის სტატუსს კოსმეტიკური, ტანისამოსის თუ პარფიუმერული ხაზების გარეშე, მხოლოდ მუსიკიდან მიღებული შემოსავლით მიაღწია, რაც ძალიან იშვიათია.
აღსანიშნავია, რომ Eras Tour-ის საერთაშორისო ნაწილი ჯერ არ დაწყებული. ტეილორმა გახმაურებული საკონცერტო ტურნე მხოლოდ აშშ-სა და მექსიკაში გამართა, კანადას, ევროპასა და ავსტრალიას ვარსკვლავი ნოემბრიდან ეწვევა.