კორეული ჯგუფის BLACKPINK-ის გოგონების დომინირება მაღალ მოდაში გრძელდება. მას შემდეგ, რაც ლისა მანობანი სელინის სახე გახდა, ხოლო როუზი – სან ლორანის, ჯისუ BLACKPINK-ის უახლესი წევრია, რომელიც პარიზული მოდის სახლის სახედ დაასახელეს. DIOR-მა განაცხადა, რომ ჯისუს ვიხილავთ როგორც სამოსის, ისე კოსმეტიკის კამპანიებში. ასევე განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯისუ მარია გრაციასთვის ახალი კოლექციის მთავარი შთაგონება გახდა. შეგახსენებთ, რომ დიორი ციფრულ ჩვენებას 2021-22 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციისთვის დღეს წარადგენს.
ბრენდსა და მომღერალს შორის თანამშრომლობა გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო, როდესაც დიორის ინსტაგრამზე ჯისუს ფოტო ვიხილეთ. Launchmetrics-ის მონაცემებით, ფოტომ 614,000 დოლარი გამოიმუშავა, რაც ორჯერ მეტია დიორის წინა ყველაზე შემოსავლიან ფოტოზე.