K-pop-ის მსოფლიო დომინირება მუსიკალურ რეიტინგებში პირველობითა და ფანების არმიით არ სრულდება. გარდა იმისა, რომ BLACKPINK-ს, YouTube-ზე, ყველაზე მეტი გამომწერი ყავს გოგონათა მუსიკალურ ჯგუფებს შორის, მათი ვიდეო “How You Like That”, პირველ 24 საათში, რეკორდულმა რაოდენობამ – 82.4 მილიონმა ადამიანმა ნახა.

კორეულმა ვოგმა ახლახანს გაავრცელა სიახლე, რომ BLACKPINK-ის როუზი YSL BEAUTY-ს ახალ სახედ დასახელდა. ის Yves Saint Lauren-ის კამპანიებში 2020 წელს რამდენჯერმე გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის სექტემბერში, BLACKPINK-ის კიდევ ერთი წევრი გახდა ფრანგული მოდის სახლის სახე. საუბარია ლისა მანობანზე, რომელმაც კონტრაქტი CELINE-თან გააფორმა. მოგვიანებით, ის MAC-ის ამბასადორადაც ვიხილეთ, რაც აზიური სამყაროს პოპის დედოფლების ევროპის კონტინენტზე პოპულარობას უსვამდა ხაზს. უნდა ითქვას, რომ Yves Saint Laurent-ის ახალი გადაწყვეტილებაც ამის დასტურია. ამასთან, ეს ნაბიჯი იმაზეც მიუთითებს, რომ დასავლური მოდისა და სილამაზის სახლები აზიურ ბაზარზე გაფართოვებასა და დამკვიდრებას ცდილობენ.