ბიონსეს ქოაჩელას კოსტუმის შექმნის შემდეგ, ბალმანის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა ოლივერ რუსტენმა კიდევ ერთ ვარსკვლავთან ითანამშრომლა. ამჯერად დიზაინერმა კოსტუმები ისლანდიელი მომღერლის, ბიორკის “Cornucopia” ტურისთვის შექმნა.

View this post on Instagram

BJÖRK X BALMAIN

A post shared by OLIVIER R. (@olivier_rousteing) on

რუსტანმა ბალმანისთვის თავისი პირველი კუტიურ კოლექცია იანვარში წარადგინა. ცოტახანში დიზაინერს ბიორკის გუნდი დაუკავშირდა:

“მართლა გაოცებული ვიყავი, მის ზარს არ ველოდი. ცხოვრება სურპრიზებითაა სავსე და როდესაც ბიორკმა მითხრა: “მინდა ბალმანში გამოვეწყო, მინდა ჩემი მუსიკოსები ბალმანში გამოეწყონ” , გავიფიქრე “ვაუ!” – ოლივერ რუსტანი

თანამშრომლობისას ბიორკმა კოლექციიდან თავისი ფავორიტი ლუქები აირჩია, რომლებიც რუსტანმა ისეთ ფერებსა და ფორმებში გარდაქმნა, როგორიც მომღერალს წარმოედგინა. დიზაინერმა კოსტუმები ბიორკის მოცეკვავეებისთვის და მუსიკოსებისთვისაც შექმნა, რასაც როგორც თვითონ ამბობს, სირთულეები ახლდა თან, რადგან “როდესაც კუტიური გაცვია, სავარაუდოდ ,ინსტრუმენტზე არ უკრავ” ამიტომ მოუწია ფორმებზე ეთამაშა, რათა სამოსი მუსიკოსებისთვის კომფორტული ყოფილიყო.

ბიორკმა მარგალიტის ფორმის ლუქები მოირგო, ერთი აკვამარინისფერში, ხოლო მეორე უზარმაზარი ბურთის ფორმის მხრებით. მის მუსიკოსებს კი სხვადასხვა ფერის შიფონის კაბები ეცვათ.

“მისი ბოლო კოლექცია ვნახე და ვიფიქრე, რომ ერთ მხარეს ვიყავით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წარმოვიდგინე თუ რა უნდა სცმოდათ ფლეიტაზე დამკვრელთა გუნდს. ხშირად რთულია მუსიკის სიტყვების გარეშე ახსნა, მაგრამ ბალმანმა მართლა გაიგო ჩემი ეზოთერული აღწერები” – ბიორკი

ფოტოები ბიორკის კონცერტიდან

Photography Santiago Felipe
Photography Santiago Felipe
Photography Santiago Felipe
Photography Santiago Felipe
Photography Santiago Felipe
Photography Santiago Felipe