პირველ თებერვალს ბიონსემ ინსტაგრამის გამომწერებს სასიხარულო სიახლე გაუზიარა – ის წელს მსმენელებს მსოფლიო ტურით უბრუნდება. 2022 წელს გამოსული ალბომის, Renaissance-ის სახელით, Renaissance World Tour 2023 10 მაისს სტოკჰოლმში დაიწყება. მომღერალი ჯამში 41 შოუს გამართავს. ევროპის კონტინენტზე კონცერტები 27 ივნისამდე გაგრძელდება, რის შემდეგადაც ისინი ჩრდილოეთ ამერიკაში გადაინაცვლებს, კერძოდ ტორონტოში მდებარე როჯერს ცეტრში, 8 ივლისს. საბოლოოდ, ტური 27 სექტემბერს, ახალ ორლეანში Caesars Superdome-ზე დასრულდება.

ტურისთვის შერჩეული ფოტო ბიონსეს მეშვიდე სტუდიური ალბომის თემატიკაშია – ბიონსეს მასზე ვერცხლისფერ კოვბოის ქუდსა და თვლებით მორთულ საცვლებში ცხენზე ვხედავთ. შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს ბიონსემ 4 წლის განმავლობაში პირველი ლაივ კონცერტი დუბაიში გამართა.