27 ნოემბერს, მუსიკალურმა გამოცემა “ბილბორდმა” ტეილორ სვიფტი 21-ე საუკუნის საუკეთესო პოპ-ვარსკვლავებში მეორე ადგილზე დაასახელა. ამერიკულმა ჟურნალმა 21-ე საუკუნის საუკეთესო პოპ-ვარსკვლავების გამოვლენა მიმდინარე წელს დაიწყო, ამდროისათვის Billboard-მა უკვე დაასახელა 25-იდან 24 ვარსკვლავი. მოსალოდნელია, რომ პირველ პოზიციას ბიონსე დაიკავებს.

მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში “ბილბორდის” გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დაესახელებინა ტეილორი მეორე და არა პირველ ადგილზე, კამათი არ წყდებოდა, გულშემატკივრებისა და მუსიკის მოყვარულების გაღიზიანება სხვა ფაქტმა გამოიწვია. Billboard-მა პოსტში, რომელიც ტეილორს ეძღვნებოდა, როგორც 21-ე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო პოპ-ვარსკვლავს, გამოიყენა კადრები კანიე ვესტის სკანდალური მუსიკალური ვიდეოდან – “Famous”.

სიმღერაში რეპერი ტეილორს ვულგარული ტერმინით ახასიათებს: “ვფიქრობ ტეილორ სვიფტს შესაძლოა ჩემთან სექსი ჰქონდეს, რატომ? – I made that b— famous,” ამბობდა კანიე სიმღერაში. გარდა ტექსტისა, კანიემ ვიდეოსთვის თავისი, კიმ კარდაშიანის და სხვა ცნობილი ადამიანების შიშველი ცვილის ფიგურების გვერდით, ტეილორის შიშველი ცვილის ფიგურაც გამოიყენა.

სიმღერის გამოსვლის შემდეგ, ტეილორმა გრემის დაჯილდოების სცენიდან, წლის ალბომის ჯილდოთი ხელში, აუდიტორიას მიმართა: „მინდა ვუთხრა ყველა ახალგაზრდა ქალს, რომ გზად შეგხვდებიან ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან შეაფერხონ და მინიმუმამდე წარმოაჩინონ თქვენი წარმატება და ცნობადობა, ან დააფასონ თქვენი მიღწევები, მაგრამ თუ ფოკუსირდებით თქვენ საქმეზე და არ მისცემთ უფლებას მათ გზად გადაგიდნენ, ერთ დღეს, თქვენ მიაღწევთ იმ ადგილს, საითკენაც მიილტვოდით, მიმოიხედავთ და გეცოდინებათ, რომ ამას თავად მიაღწიეთ და შეძელით, ეს კი, მსოფლიოში საუკეთესო გრძნობაა.“

“ბილბორდის” არჩევანმა ტეილორისთვის მიძღვნილ პოსტში გამოეყენებინა კადრები Famous-იდან ინტერნეტის აღშფოთება გამოიწვია. მსმენელები გამოცემას სექსიზმსა და ვარსკვლავის მიმართ უპატივცემულობაში ადანაშაულებენ. ჟურნალმა მალევე წაშალა პოსტი და მომღერალს ბოდიში მოუხადა.