Beyoncé-ს საქველმოქმედო ფონდი, BeyGOOD პანდემიის გამო დაზარალებულ ადამიანებს და მცირე ბიზნესს დაეხმარება. მუსიკოსმა საერთო ჯამში 500 ათასი ამერიკული დოლარი გამოყო. როგორც ფონდის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საქველმოქმედო გრანტის მისაღებად, ონლაინ განაცხადის გაკეთებაა საჭირო. საბოლოოდ შეირჩევა 100 აპლიკანტი, რომლებზეც აღნიშნული თანხა თანაბრად გადანაწილდება – ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული მათგანი 5 ათას დოლარს მიიღებს. განაცხადების მიღება 2021 წლის 7 იანვრიდან დაიწყება, ფინალისტები თებერვალში გამოვლინდებიან, ხოლო საბოლოოდ შერჩეული ასი ადამიანის ვინაობა მოგვიანებით დასახელდება.

2020 წელს, Beyoncé ქველმოქმედებით საკმაოდ აქტიურად იყო დაკავებული. ცოტა ხნის წინ, მან ერთი მილიონი დოლარი გამოყო აფრო-ამერიკული წარმოშობის მეწარმეებისათვის, რომელთა ბიზნესი ასევე Covid-19-ის გავრცელების გამო დაზარალდა. გარდა ამისა, 2020 წლის აპრილში, მუსიკოსი შეუერთდა კამპანიას, რომელიც მენტალური ჯანმთელობის დასახმარებლად იყო მიმართული.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ივლისში, Beyoncé-მ გამოაქვეყნა მუსიკალური ვიზუალური ალბომი, სახელწოდებით Black Is King. აღნიშნული ნამუშევარი, პასუხი იყო ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასა და შეერთებულ შტატებში არსებულ რასიზმზე.