Forbes-ის თანახმად, მსოფლიოში ახლა იმაზე მეტი მილიარდერია, ვიდრე ოდესმე. ახლად გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მათი რაოდენობა ჯამში 2,781-ს შეადგენს, რაც 2021 წლის რეკორდს აუმჯობესებს. საერთო ქონება კი $14.2 ტრილიონს შეადგენს.

გავლენიანი გამოცემის გამოქვეყნებულ მილიარდერთა ყოველწლიურ სიაში პირველ ადგილს LVMH-ის თავმჯდომარე ბერნარ არნო იკავებს, რომლის წმინდა ქონებაც $233 მილიარდს შეადგენს. იმპერია, რომელსაც ის განააგებს 75 მოდის სახლს და კოსმეტიკურ ბრენდს ფლობს, მათ შორის: Louis Vuitton-ს და Sephora-ს. სიაში მეორე და მესამე ადგილებს ილონ მასკი და ჯეფ ბეზოსი ინაწილებენ.

LVMH – ბერნარ არნო

მილიარდერთა რიგებს 265 ახალი წევრი შეემატა, მათ შორის არიან: სპორტსმენი მეჯიქ ჯონსონი $1.2 მილიარდით და პოპ ვარკსვლავი ტეილორ სვიფტი $1.1 მილიარდით.