ფრანგული ღვინო მსოფლიოში აღიარებული და ცნობილია, მასზე მოთხოვნა კი, მუდმივად მზარდია. მიუხედავად ამისა, როგორც უახლესი რეპორტებიდან ხდება ცნობილი, 2023 წელს, მოდის ფრანგულმა კონგლომერატმა, რომელსაც ხელმძღვანელობს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი – ბერნარ არნო, ექსპორტზე უფრო მეტი ჩანთა და პარფიუმერია გაყიდა, ვიდრე საფრანგეთმა – ღვინო. 

Financial Times-ის ცნობით, 2023 წელს, LVMH-ის პროდუქციამ, დიდწილად ჩანთებმა და პარფიუმერიამ, ფრანგული ექსპორტის 4% შეადგინა, ღვინომ კი – 3.2%.

 

LVMH აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Louis Vuitton, Dior, Loewe, Celine და Sephora. კონგლომერატის ინფორმაციით, 2023 წელს, ექსპორტზე გასული პროდუქციის 40% აზიაში, ხოლო 25% აშშ-ში გაიყიდა.