საერთაშორისო მედიამ ბერნარ არნოს მორიგ ამბიციურ სურვილზე აქტიურად წერა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. როგორც მაშინ გვაუწყებდნენ, ფრანგი მილიარდერი შვეიცარიაში დაფუძმებლი კომპანიის, Richemont-ის, საკონტროლო წილის შეძენით იყო დაინტერესებული. ამის შესახებ პირველად შვეიცარიული ჟურნალის, Finanz und Wirtschaft-ის, მიერ დაიწერა.
წყაროს ინფორმაციით, ბერნარის მთავარი მიზანი ძვირფასი სამკაულების ცნობილ ბრენდზე – Cartier-ზე კონტროლის მოპოვება იყო. მას შემდეგ, რაც ბერნარის ხელმძღვანელობით, მოდის უმსხვილესმა კონგლომერატმა LVMH-მა Tiffany & Co 16 მილიარდ დოლარად შეიძინა, ნაკლებად მოსალოდნელი იყო, რომ ახლო მომავალში ის კვლავ გამოხატავდა ინტერესს სამკაულების ბრენდის მიმართ.
გარდა “კარტიესი,” Richemont-ის შემადგენლობაში ასევე შედის: Van Cleef, IWC, Alaïa, Chloé და ა.შ.
როგორც ცნობილი გახდა, ბერნარმა Richemont-ის მცირე წილი შეიძინა, რაც მან თავად დაადასტურა და სპეკულაციებსაც გამოეხმაურა.
“Richemont-ის მფლობელ მისტერ იოჰან რუპერტს კარგად ვიცნობ,” – განაცხადა პარასკევს CNBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. “ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს და მისთვის ნათქვამი მაქვს, რომ მის საწინააღმდეგოს არაფერს მოვიმოქმედებ. ცხადია.”
მისი თქმით, კომპანიაში ის “ძალიან პატარა წილს” ფლობს.