მარკ ჯეიკობსმა Heaven By Marc Jacobs-ის ახალი კამპანია წარადგინა, რომლის სახეც მოდელი ბელა ჰადიდია. ფოტოებში ჰადიდი ხელოვნური ინტელექტის ინტერპრეტაციით შექმნილ უცხოპლანეტელის ავატარად გარდაისახა. კამპანიის ფოტოგრაფი კარლინ ჯეიკობსია, ხოლო სტილისტი – დანიელ ემერსიენი.
ბრენდის ახალგაზრდული ხაზის 2023 წლის საშემოდგომო კოლექცია აერთიანებს ტოპებს, მინი ქვედაბოლოებს, ჩანთებს და აქსესუარებს. კოლექცია ასევე მოიცავს კოლაბორაციულ ნაწილსაც, რომელზეც მარკ ჯეიკობსმა ნიუ-იორკელ არტისტთან, ერი ვაკიამასთან, დიზაინერ ლინზ შელტონთან და ტატუ არტისტ კიგან დაკართან ერთად იმუშავა.
ნახეთ ფოტოები ახალი კამპანიიდან:







