ბოლო რამდენიმე თვეა თანამედროვე მოდის ყველაზე აქტუალური სახე – ბელა ჰადიდი საჯაროდ აღარ ჩნდება. მას ვეღარ ვხედავთ ბოლოდროინდელ ჩვენებებზე, პრემიერებსა და კამპანიებში. ახლახან ყვითელმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელა მეგობარ ბიჭს, მარკ კალმენს დაშორდა. როგორც Entertainment Tonight წერს, წყვილი ერთად 2023 წლის გაზაფხულიდან აღარ არის. მალევე პრესაში საუბარი დაიწყო ჰადიდის მოულოდნელ გაუჩინარებაზე და ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა. როგორც გამოცემები იუწყებიან, ბელა ჰადიდი ლაიმის დაავადების გამო ინტენსიურ მედიკამენტურ მკურნალობას გადის.
ტაბლოიდები საუბრობდნენ იმაზეც, რომ მოდელი დამოკიდებულების გამო სარეაბილიტაციო კლინიკაში იმყოფებოდა. როგორც ანონიმური წყარო ამბობს, ცხრა თვის წინ ბელამ გადაწყვიტა, რომ ალკოჰოლის მიღება შეეწყვიტა და ასეც მოიქცა. ეს დრო ბელა სრულიად ფხიზელია და მას ალკოჰოლთან, ან ნარკოტიკთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს.
აღსანიშნავია, რომ მოდელი მედიასთან ხშირად საუბრობდა ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებზე. ცნობილი იყო ისიც, რომ მოდელს ლაიმის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს.
რაც შეეხება უკანასკნელ გავრცელებულ ინფორმაციას, ბელა ჰადიდის ოფიციალურ წარმომადგენლებს ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.