პარიზში 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის მოდის კვირეული ბელა ჰადიდის გარეშე მიმდინარეობს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამერიკელი მოდელის კარიერაში საინტერესო სიახლეების ნაკლებობაა. ლეგენდარულმა ვიზაჟისტმა, შარლოტ ტილბურიმ ბელა თავის მუზად და ბრენდ Charlotte Tilbury-ის გლობალურ ამბასადორად დაასახელა. “ის თანამედროვეობის სილამაზის ხატია, უაღრესად მომხიბვლელი, ნამდვილი კრეატიული კოლაბორატი – ჩვენ ვეტრფით მის ენერგიას.” – ამბობს შარლოტ ტილბური.

“შარლოტს პირველად The Prince’s Trust-ის საქველმოქმედო საღამოზე შევხვდი, ნიუ-იორკში,” – იხსენებს ბელა, “მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩემთვის ცნობილი იყო მის შესახებ, ვიცოდი მის მაკიაჟზე, ენერგიაზე. ვფიქრობ, რომ ახლა სწორი დროა, ჩვენი კავშირი იმდენად ძლიერია, რომ სამყაროს უნდოდა ჩვენი გაერთიანება.”

წარსულში Charlotte Tilbury-ის სხვა ცნობილ სუპერმოდელებთან უთანამშრომლია – ვიზაჟისტს გამორჩეული კოლაბორაცია აკავშირებს ქეით მოსთან.