მოდელი დები – ბელა და ჯიჯი ჰადიდები პალესტინელი ხალხის დასახმარებლად 1 მილიონ დოლარს გაიღებენ. ჰადიდები თანხას გადასცემენ იმ ძირითად სამ საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომლებიც ღაზის სექტორში ომის შედეგად დაზარალებული ბავშვებისა და ოჯახების დახმარებაზეა ფოკუსირებული.

ჰადიდების ოჯახს თავად პალესტინური წარმომავლობა აქვს და უკვე მრავალი წელია პალესტინელ ხალხს საჯაროდ უჭერენ მხარს. მაისში ბელა ჰადიდმა ინსტაგრამზე განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც მსოფლიო ლიდერები და ხელისუფლებები პალესტინელების ტრაგედიის უგულებელყოფისათვის გააკრიტიკა.

საომარი მოქმედებები 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო. ღაზის სექტორში სამხედრო თავდასხმების შედეგად დღემდე 36,000 ადამიანია დაღუპული.