Barbie-სა და Sex Education-ის ვარსკვლავი, ემა მეკი Burberry-ს ახალი სუნამოს, Goddess-ის სახეა. აღნიშნული სუნამო გარემოს დაცვის მიმართულებით ბარბერისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან სუნამოს ბოთლი ხელახლა შევსების შესაძლებლობას იძლევა. მსგავსი პროდუქტი ბრენდში აქამდე არ შექმნილა.
“Goddess”-ის პირველი ნოტები ვანილის მოტკბო და მიმზიდველი სურნელით იწყება, შემდეგ კი ლავანდის ნათელ არომატში იხსნება. სუნამოს ოქროსფერ ბოთლს ბარბერის საკულტო სუნამოების ფორმა აქვს და გაფორმებულია ბრენდის მედალიონით.
კამპანიაში ემა მეკი ლომების გარემოცვაშია, რაც ბრენდის თქმით “ხაზს უსვამს ქალურ სიძლიერეს, რომელსაც სუნამო გადმოსცემს,” ამაზე საუბრობს თავად ემაც, “მდედრი ლომები ქალური ერთიანობისა და სიძლიერის სიმბოლოები არიან,” აღნიშნავს მსახიობი პრეს-რილიზში, “მათ მსგავსად, ჩვენც ვუდგავართ ერთმანეთს მხარში მთელი ცხოვრების მანძილზე.”
სუნამო უკვე ხელმისაწვდომია როგორც ბრენდის საიტზე, ისევე Sephora-ში, ხოლო მისი ფასი 87$-ია.