ინტერნეტში ხმაურიანად დაანონსებული ფილმის, Barbie-ის ახალი ტრეილერი გავრცელდა. ტრეილერში განვითარებული სიუჟეტის ცენტრში ბარბის და კენის პერსონაჟები არიან. ბარბის როლს მარგო რობი ასრულებს, ხოლო კენის რაიან გოსლინგი განასახიერებს.

“ბარბის” შემქმნელი 38 წლის ქალი რეჟისორი გრეტა გერვიგია. ცნობილია, რომ სიუჟეტი Matel-ის საკულტო სათამაშოსთან დაკავშირებულ არაერთ სტერეოტიპს უპირისპირდება. როგორც პრესა იუწყება, ფილმში ბარბისა და კენის მრავალ სხვადასხვაგვარ ვერსიას და საინტერესო ინტერპრეტაციებს ვიხილავთ. ფილმის პრემიერა 2023 წლის 21 ივლისს შედგება.  ფილმის კინოპრემიერამდე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ გახდა ცნობილი, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ცნობები, რომ კინოსურათში დუა ლიპა მსახიობის ამპლუაში გამოჩნდებოდა. ახალ ტრეილერთან ერთად გავრცელებული საიმიჯო პოსტერებით აღნიშნული ცნობები დადასტურდა, რადგან ერთ-ერთ მათგანზე სწორედ მომღერალი არის აღბეჭდილი.

ნახეთ Barbie-ს ახალი ტრეილერი: