„Digital საკმარისი არ არის,“ – არის მესიჯი, რომელსაც Balmain – ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი Olivier Rousteing გვიგზავნის მაშინ, როცა ყველა სხვა დანარჩენი გვეუბნება, რომ ახალი რეალობა ციფრულია.

„Digital შესაძლოა აუცილებელია, მაგრამ ფიზიკურს ვერაფერი ჩაანაცვლებს.“

– Olivier Rousteing
Balmain Pre-Fall 2021 © WWD

როგორც WWD წერს, ოთხშაბათს ბალმანის ახალი კოლექცია პარიზში მდებარე ბრენდის მთავარი მაღაზიის ვიტრინაში იყო წარმოდგენილი. Saint Honoré – ს ქუჩაზე შესაძლებელი იყო დანახვა იმ შემოქმედებითი პროცესის, რომელიც მაღაზიაში ყველასთვის ღიად მიმდინარეობდა. შემოქმედებითი პროცესი ახალი კოლექციის გადაღებას გულისხმობდა. ფოტოგრაფის როლი Olivier Rousteing – მა თავად მოირგო. მოდური გადაღების პირდაპირ ეთერში ყურება საზოგადოებისთვის ვირტუალურად, იუთუბზეც იყო შესაძლებელი.

„ფრთხილად უნდა ვიყოთ მოდის განვითარებასთან მიმართებაში, რადგან ჩვენ ემოციებს ვქმნით. კომპიუტერი თუ აიფონი ბოლომდე ვერ წარმოშობს იმ ემოციას, რომლის მინიჭებაც ხალხისთვის გვინდა.“

– Olivier Rousteing

Rousteing – ის გადაღებული ფოტოები ჯერ ბალმანის კლიენტებს გადაეგზავნებათ, შემდეგ კი ონლაინ არხებზეც განთავსდება.