აპრილის ბოლოს, Lyst Index-მა ტრადიციულად გამოაქვეყნა 2024 წლის პირველი კვარტლის განხილვადი და სასურველი ბრენდების ათეული. 2022 წლის შემდეგ, პირველად, “ბალენსიაგა” ათეულში დაბრუნდა და მერვე პოზიცია დაიკავა.

Lyst Index-ის 2024 წლის პირველი კვარტლის ყველაზე განხილვადი და სასურველი ბრენდების ათეული:
1) Miu Miu
2) Prada
3) Loewe
4) Bottega Veneta
5) Saint Laurent
6) Moncler
7) Versace
8) Balenciaga
9) Valentino
10) Jacquemus
Balenciaga-მ ზემოხსენებულ რეიტინგი 2022 სარეკლამო კამპანიების სკანდალის შემდეგ დატოვა. რაც შეეხება Lyst Index-ს, ეს გახლავთ პრეიუმ სავაჭრო აპლიკაცია, რომელსაც ყოველწლიურად 200 მილიონი ადამიანი იყენებს, რათა აღმოაჩინონ და შეიძინონ ნივთები სხვადასხვა ბრენდებისა და მაღაზიებისგან.