Balenciaga-ს ახალი ტრენდის შესახებ ინტერნეტში საუბარი არ წყდება. დემნას ხელმძღვანელობით, ბრენდმა პირსახოცის ქვედაბოლო წარადგინა. რა თქმა უნდა, ყურადღებას იქცევს არა მხოლოდ პროდუქტის კონცეფცია, არამედ მისი ფასი. ფრანგული მოდის სახლი ქვედაბოლოს 925 დოლარი ყიდის.
მას შემდეგ, რაც Balenciaga-ს ახალი კოლექცია ინტერნეტს ვირუსულად მოედო, ცნობილმა შვედურმა კომპანიამ, Ikea-მ პროდუქტის საკუთარი ანალოგი სულ რაღაც 915 დოლარით იაფად – 10 დოლარად წარადგინა.


დემნა Balenciaga-ს ახალი კოლექციის ჩვენებას 2 დეკემბერს, ლოს-ანჯელესში გამართავს.