27 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით პარიზის მოდის კვირეული გაიმართება. მასში მონაწილე ბრენდები 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის ქალის კოლექციებს წარადგენენ.
Fédération de la Haute Couture et de la Mode-ს გამოქვეყნებული ოფიციალური განრიგის მიხედვით, კვირეულის ფარგლებში 107 ფიზიკური და ციფრული პრეზენტაცია მოეწყობა. ცხრა დღიანი ღონისძიება Institut Français de la Mode-ს სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ჩვენებით ოთხ საათზე გაისხნება.
კვირეულის ფარგლებში, Balenciaga გლობალური მასშტაბის სკანდალის აგორების შემდეგ პირველად გამართავს ჩვენებას. დემნა ფრანგული მოდის სახლისთვის შექმნილ თავის ნამუშევრებს 5 მარტს, პარიზის დროით 11 საათსა და 30 წუთზე წარადგენს. ჩვენებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
ასევე უნდა ითქვას, რომ პარიზის მოდის კვირეულზე კოლექციას წარადგენს Situationist-იც. პრეზენტაცია 4 მარტს არის ჩანიშნული. ქართული ბრენდი ოფიციალურ განრიგში 2020 წლიდან გვხდება.