2 დეკემბერს Balenciaga 2024 წლის შემოდგომის სეზონის კოლექციას წარადგენს. შოუ ლოს ანჯელესში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი ჩვენებაა, როდესაც Balenciaga კოლექციის პრეზენტაციას ლოს ანჯელესში მართავს. შეგახსენებთ, რომ დემნამ ჩვენებისათვის შეერთებული შტატები მეორედ აირჩია.
ახლახან Balenciaga-მ დაანონსებული შოუს მოსაწვევი წარადგინა, რომელიც ბრენდისათვის დამახასიათებელი კრეატიულობით და იუმორით გამოირჩევა. Demnagram-ის ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოდან ირკვევა, რომ მოსაწვევი შოკოლადის ფილაა და მისი დიზაინი ძალიან ჰგავს Snickers-ის შეფუთვას. მასზე საკვები პროდუქტის შეფუთვის ფორმის შესაბამისად Balenciaga-ს შესახებ ფაქტების გაცნობაც არის შესაძლებელი.
ჩვენების ზუსტი ლოკაცია და კოლექციის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შოუ ლოს ანჯელესის დროით დღის 2:30-ზე დაიწყება.