სულ მალე Balenciaga-ს ფიზიკურ მაღაზიებსა და ვებგვერდზე ბრენდის პირველი სათხილამურო კოლექციის შეძენა გახდება შესაძლებელი. ზამთრისთვის განკუთვნილი პროდუქტების ფართო ასორტიმენტი მოიცავს როგორც ტანსაცმელს, ისე აქსესუარებსა და სათხილამურო აღჭურვილობას.

კოლექციის შესაქმნელად ინოვაციური მასალები და ტექნიკებია გამოყენებული, რომელთა დამსახურებითაც, თითოეული ნივთი სხეულს ზამთრის ცივი ამინდის არასასურველი ფაქტორებისგან იცავს და კომფორტს უზრუნველყოფს. გარდა ფრანგული მოდის სახლის ხელწერად ქცეული პროდუქტებისა, რომელთა შორისაც არის საგარეო ტანისამოსი და სპორტული ფეხსაცმელი, კოლექციაში წარმოდგენილია სამთო კურორტებისთვის განკუთვნილი ისეთი ნივთები, როგორებიცაა: სნოუბორდი, თხილამურები, ჩაფხუტი და ა.შ.

კოლექცია გაყიდვაში 15 ნოემბრიდან გამოვა. მისი სრულად ხილვა, თითოეული პროდუქტის მახასიათებლების გაცნობა და წინასწარ შეკვეთა უკვე შესაძლებელია Balenciaga-ს ოფიციალურ ებგვერდზე.