თითქმის ორწლიანი ლოდინის შემდეგ, „ბალენსიაგას“ გულშემატკივრებს უკვე შეუძლიათ შეიძინონ ჩიპსის ჩანთა, რომლის შესახებ ინტერნეტში ლაპარაკი ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო.

თავდაპირველად, ჩანთა „ბალენსიაგას“ 2023 გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაში ვიხილეთ, რომლის პრეზენტაციაც 2022 წლის ოქტომბერში, პარიზის მოდის კვირეულზე შედგა. ჩვენებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2022 წლის ზაფხულში, ირონიული აქსესუარით ბრენდის კრეატიული დირექტორი, დემნა ანტვერპენში გამოჩნდა.

დემნას ჩიპსის ჩანთა მალევე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, თუმცა 2022 წლის ბოლოს, ბრენდის გარშემო აგორებული სკანდალის გამო, აქსესუარის გაყიდვაში გამოშვება დროებით გადაიდო. საბოლოოდ, 2 წლიანი ლოდინის შემდეგ, აქსესუარი გაყიდვაში 2024 წელს გამოვიდა და მისი ფასი 1750 დოლარია.