Balenciaga-ს და Apple Music-ს შორის თანამშრომლობის დაწყების შესახებ ინფორმაცია პირველად 2020 წლის სექტემბერში გავრცელდა. კოლაბორაციის ფარგლებში ფლეილისტების სერიის გამოშვება დაანონსდა, რომლებიც ბალენსიაგას შერჩეული არტისტების მიერ იქნებოდა შედგენილი. პირველი ფლეილისტი მოდის სახლის შემოქმედებით ხელმძღვანელს, დემნა გვასალიას, ეკუთვნოდა.
აპრილის თვეში ბალენსიაგასთვის მეორე ფლეილისტი Rammstein-მა შეადგინა, რასაც Balenciaga x Rammstein კაფსულა კოლექციის გამოშვებაც მოჰყვა. ამჯერად ბალენსიაგას არხზე ლეგენდარული დრაგ ქვინის, რუპოლის, მუსიკალურ გემოვნებას შეგვიძლია ვეზიაროთ.
რუპოლის ფლეილისტი ბრიტნი სპირსის, ნიკი მინაჟის, ბიონსეს, კაილი მინოუგის, ლედი გაგას, რიანას, მირაია ქერის და სხვა ყველასათვის კარგად ნაცნობი შემსრულებლების 49 სიმღერით არის დაკომპლექტებული. მათ შორის გვხვდება თავად რუპოლის მუსიკალური ნამუშევარი – “Sissy that walk.”

თანამშრომლობის ფარგლებში, ბალენსიაგამ, Rammstein-ის მსგავსად, RuPaul-თან ერთადაც გამოუშვა კაფსულა კოლექცია, რომელიც ჰუდებს, მაისურებსა და ბეისბოლის კეპებს მოიცავს. მათზე წარმოდგენილია წარწერა: “Balenciaga Music Limited Edition Merch.”





