მოდის სახლმა Balenciaga-მ სახლისათვის განკუთვნილი ნივთების ხაზის პირველი ლიმიტირებული კოლექცია წარადგინა.
Balenciaga Objects-ის კოლექცია აერთიანებს ისეთ ნივთებს, როგორებიც არის სამზარეულოს აქსესუარები და ნაკრებები, სახლის ფუნქციური, თუ დეკორატიული დეტალები და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები. წარმოდგენილ კოლექციაში ცხოველებისათვის განკუთვნილ აქსესუარებსაც შეხვდებით.
კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია Balenciaga-ს ვებ-გვერდზე, საჩუქრების მაღაზიის განყოფილებაში.
როგორც მოსალოდნელი იყო, ერთი შეხედვით ყოველდღიური და საყოფაცხოვრებო ნივთების ფასი საკმაოდ მაღალია, რასაც ექსკლუზიურობის კომპონენტი განაპირობებს. მაგალითისათვის, განთავსებულ ნივთებს შორის შეხვდებით წებოვან ლენტს, რომლის ფასი 295 დოლარია.