მარტში Balenciaga-ს ზამთრის ჩვენებაზე წარმოდგენილი კაპიუშონიანი პალტო, რომელიც სოკოსგან მიღებული ტყავით დამზადდა, უკვე გაყიდვაშია. მისი შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ფრანგული მოდის სახლის ფიზიკურ მაღაზიებში, რომლებიც პეკინში, ბევერლი-ჰილზზე, ლონდონში, მილანში, ნიუ-იორკში, პარიზში, შანხაიში, ტოკიოსა და ტორონტოში მდებარეობს.
Balenciaga ზამთარი 2022, Look 37
ეს არის Balenciaga-ს მიცელიუმისგან მიღებული ალტერნატიული ტყავის პირველი პროდუქტი და “EPHEA”-ს გამოყენებით შექმნილი პირველი კომერციულად ხელმისაწვდომი სამოსიც. “EPHEA” – სწორედ ასე ჰქვია სოკოს ამ ტყავს, რომელიც კომპანია Sqim-ის მიერ შექმნა და რომელთან თანამშრომლობაც Balenciaga-მ 2021 წელს დაიწყო.
მიუხედავად იმისა, რომ სოკოს ტყავი მოდის ინდუსტრიისთვის უცხო არ არის და მისი გამოყენება ისეთმა ბრენდებმაც დაიწყეს, როგორებიცაა: Hermès, Ralph Lauren, Stella McCartney და ა.შ. “EPHEA” ექსკლუზიურად ბალენსიაგასთვის შეიქმნა და მოდის სახლის განცხადებით, ამ კატეგორიაში გამოირჩევა იმით, რომ სუფთა მიცელიუმის ბაზიდან მიიღება და ზრდის პროცესში დამაბინძურებელი ქიმიური ნივთიერებები არ გამოიყენება. მის წარმოებას მინიმალური რესურსები სჭირდება, რომლის დროსაც CO2 ძალიან მცირე რაოდენობით გამოიყოფა.
Balenciaga გეგმავს, რომ სამომავლოდ “EPHEA”-ს გამოყენებით სხვა პროდუქტებიც გამოუშვას.