ჩაცმულობით საქმის მიმართ თქვენი დამოკიდებულების გამოხატვა შეგიძლიათ. ის თუ როგორ გამოიყურებით სამუშაო სივრცეში, შესაძლოა თქვენს პროფესიონალიზმზე მიანიშნებდეს. მრავალი ადამიანი ცდილობს სათანადო საქმიანი იმიჯი შეიქმნას, რათა დაკავებულ პოზიციაზე მისი შესაბამისობა თვალსაჩინო იყოს. საქმიანი იმიჯის შექმნა ინდივიდუალურად, შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა მოხდეს. გარკვეული პროფესიები სრულ თავისუფლებას იძლევა მუშაობისას ჩაცმის სტილის შერჩევაში, ზოგი საქმიანობა კი მკაცრ დრესკოდებსა და უნიფორმებს ემორჩილება. თუ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა თავად ავირჩიოთ ის, რისი ჩაცმაც გვინდა, ამასთანავე, გვსურს, ვაჩვენოთ სამუშაო ადგილთან ჩვენი შესაბამისობა, მაშინ პერსონალური საქმიანი იმიჯის ჩამოყალიბება გააზრებულად უნდა მოხდეს.

ახალი სეზონის დადგომასთან ერთად, ადამიანების უმეტესობა სამსახურებს დაუბრუნდა. ამ პროცესის თანმდევი ნაწილი, როგორც წესი, გარდერობის განახლებაც არის. თუ გსურთ, სამსახურისთვის ახალი სამოსი და აქსესუარები შეარჩიოთ და თქვენი საქმიანი სტილი კიდევ უფრო გაამდიდროთ, მაშინ Massimo Dutti-ის განახლებულ კოლექციაში აუცილებლად აღმოაჩენთ იმას, რაც დაგეხმარებათ თქვენს პროფესიონალიზმს კიდევ უფრო მეტად გაუსვათ ხაზი.

Massimo Dutti-ზე არჩევანის გაკეთების შემთხევაში, საშუალება გეძლევათ აღმოაჩინოთ ხარისხიანი ტანსაცმელი და აქსესუარები, რომლებიც კლასიკურ სტილსა და თანამედროვე ტენდენციებს მინიმალისტურ დიზაინში აერთიანებს. ბრენდის ახალი საშემოდგომო კოლექციიდან გიზიარებთ რამდენიმე გამორჩეულ მოდელს, რომლებიც სამსახურში თქვენს საქმიან იმიჯს ყურადღების ცენტრში მოაქცევს.

არასიმეტრიული ქვედაბოლო

ყვითელი ქვედაბოლო, რომელიც შეგიძლიათ იმავე ფერის გრძელი საყელოს მქონე პერანგთან შეახამოთ, იდეალური იქნება იმ შემთხვევაში თუ ხშირად გიწევთ საქმიან შეხვედრებზე სიარული. გვერდებზე მიმაგრებული შავი ღილები ქვედაბოლოს ხიბლს მატებს, ასიმეტრიული დიზაინი კი მას გამორჩეულს ხდის. ის გაყიდვაში შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა და კაფსულა კოლექციის ნაწილია, რომელიც პრემიუმ მასალებისა და უნიკალური დიზაინის სინთეზს წარმოადგენს.

ატლასის ყავისფერი მაისური

ლიმიტირებული კოლექცია მოიცავს ატლასის მაღალყელიან გრძელმკლავიან მაისურსაც, რომელიც შეგიძლიათ ჩაიცვათ როგორც გრძელ ქვედაბოლოსთან, ისე კლასიკურ შარვალთან. მონოქრომული ლუქის შესაქმნელად, შეუხამეთ ყავისფერ შლაქსს და მინი ჩანთას იმავე კოლექციიდან.

ვარდისფერი პიჯაკი და შარვალი

თუკი საოფისე საქმიანობას ეწევით, ამავდროულად, ცდილობთ თქვენს ჩაცმულობაში მომენტის ტრენდებიც გაითვალისწინოთ, შალის ფუქსიის ფერი პიჯაკი და შარვალი შესაძლოა იყოს ის, რაც გჭირდებათ. თქვენი სტილი იქნება ფორმალური, ფერი კი – მოდური განაცხადი.

ტყავის ბლეიზერი და შარვალი

იმ შემთხვევაში, თუკი გსურთ იპოვოთ ბალანსი ფორმალურსა და ყოველდღიურ სტილს შორის, გააკეთეთ არჩევანი ნაპა ტყავის კრემისფერ ბლეიზერსა და შარვალზე და ჩაიცვით ის თეთრ უბრალო მაისურთან ერთად. თქვენი გემოვნების შესაბამისად, ლუქთან შეგიძლიათ მოირგოთ როგორც კლასიკური კედები, ისე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.

გრძელი ლურჯი კაბა

ფემინური სტილის მქონეებს, პოპლინის მიდი სიგრძის მუქი ლურჯი კაბით შემოსვა თითქმის ყველა საქმიან სიტუაციაში თავდაჯერებით შეგიძლიათ. კაბა სადა და დახვეწილია, მაგრამ არა უბრალო და უფერული. ჩაიცვით ის ჩექმებთან ერთად, რათა კაბა საუკეთესოდ წარმოაჩინოთ.

მწვანე თრენჩი

არაფერი ისე არ უხდება შემოდგომას, როგორც თრენჩი. თავისი უნიკალური დიზაინის და თვისებების დამსახურებით ეს პროდუქტი მოდიდან არ გადადის. Massimo Dutti-ის ახალ კოლექციაში მის სხვადასხვა ვარიაციებს ნახავთ, მათ შორის მწვანე ფერის გრძელ თრენჩს, რომელიც თქვენი გარდერობის საჭირო და პრაქტიკული დანამატი იქნება.