2015 წელს ჯორჯო არმანის დაარსებული კომპანიის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით Rizzoli-მ ვიზუალური გამოსახულებებით გამდიდრებული წიგნი გამოსცა, რომელშიც ლეგენდარული დიზაინერის შთამბეჭდავი ცხოვრების განვითარება ქრონოლოგიური თანმიმდევრობით იყო ასახული. რვა წლის შემდეგ, აღნიშნული ტომი ევოლუციას განიცდის და ახალი სახით გვევლინება. იტალიური მოდის “მეფის” ავტობიოგრაფიული წიგნი, სახელწოდებით “Per Amore” კვლავ Rizzoli-ს მიერ გამოიცა და მასში არმანი საკუთარი თავის, ცხოვრების ადრეული მომენტების, კარიერის, ახლო ადამიანებისა თუ პირადი შეხედულებების შესახებ წერს.
“ეს სათაური იმიტომ შევარჩიე, რომ ერთდროულად ნაზიც არის და პროვოკაციულიც, რაც გასაოცრად გამოხატავს ჩემს ხასიათს. მე პრაგმატული და რაციონალური ვარ, მაგრამ ჩემი ყველა ქმედება გულიდან მომდინარებს,” – წერს წიგნში არმანი. “სწორედ ამიტომ არის ამ წიგნში თავმოყრილი გაფანტული აზრები “სიყვარულის გამო” დაწერილი.”
“Per Amore” © Rizzoli
წინა გამოშვებისგან განსხვავებით, ახალ წიგნში გაცილებით დიდი ნაწილი ამბის ტექსტუალურ თხრობას ეთმობა, თუმცა მასში ასევე წარმოდგენილია 88 წლის დიზაინერის მიერ შეგროვებული არქივული ფოტოებიც, რომლებზეც მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტებია აღბეჭდილი. ის დეტალებში აღწერს თავისი პირადი ცხოვრებისა თუ შემოქმედების ამბავს; გარდა ამისა, გვიზიარებს დღევანდელ მსოფლიოსთან და გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით თავის ხედვასაც. როგორც არმანიმ აღნიშნა, ავტობიოგრაფიის დაწერასთან დაკავშირებით ეჭვები აწუხებდა, თუმცა 2015 წელს გამოცემული წიგნის წარმატებამ დაარწმუნა, რომ თავისი ძველი ისტორიების მოყოლა ღირდა. “ბევრს შეიძლება გამოადგეს, სხვადასხვა მხრივ,” – განმარტავს ის. “შესაძლოა მათ, ვისაც მოდაში მუშაობა სურთ, ასევე იმ ადამინებსაც, რომლებიც უბრალოდ ცნობისმოყვარეები არიან.”
“Per Amore”-ს შეძენა Rizzoli-ს ვებგვერდზე 26 დოლარად არის შესაძლებელი.