2020 წლის ნოემბერში, მაყურებელი ლეგენდარული ოდრი ჰეპბერნის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს იხილავს. დოკუმენტური კინოსურათის პროდიუსერების სხვა ნამუშევრებს შორის, არის 2018 წლის ფილმი სახელწოდებით McQueen. რაც შეეხება AUDREY-ს, ფილმში მაყურებელი იხილავს ვიდეოებს და ფოტოებს მსახიობის პირადი არქივიდან, ასევე იმ უიშვიათეს კადრებს, რომლებიც არასდროს გასაჯაროებულა. როგორც ფილმის რეჟისორი ჰელენა ქოუნი (Helena Coan) აღნიშნავს, ეს ნამუშევარი მაყურებელს კარგად ნაცნობ მსახიობს სრულიად ახლებურად – ყველაზე ინტიმური კუთხით აჩვენებს.
ფილმი მიმოიხოლავს ოდრის – როგორც კინემატოგრაფიის საკულტო პერსონას, ჰოლივუდის ოქროს ხანის ერთ-ერთ გამორჩეულ მსახიობს, მოდის კერპს, ხელოვანს, ქველმოქმედს, მუზას და შთამაგონებელ ქალს. თუმცა რაც ყველაზე მთავარია, ეს არის დოკუმენტური სურათი, რომელიც ოდრის კარიერის და პირადი ცხოვრების კვალდაკვალ, პასუხს სცემს კითხვაზე – რეალურად ვინ იყო ოდრი ჰეპბერნი. გარდა იშვიათი საარქივო კადრებისა, ფილმი შეიცავს ინტერვიუებს ადამიანებთან, რომლებიც ყველაზე კარგად იცნობდნენ ოდრის. მათ შორის არიან მსახიობის შვილები და კოლეგები.
AUDREY-ის პრემიერა ციფრულად, ონლაინ პლატფორმებზე 2020 წლის 30 ნოემბრიდან შედგება. ფილმი თავდაპირველად ხელმისაწვდომი იქნება ბრიტანეთსა და ამერიკაში, ხოლო 2021 წლის 8 თებერვლიდან, მის ნახვას ინტერნეტის მომხმარებელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძლებს.