Apple TV-მ ხმაურიანად დაანონსებული დოკუმენტური სერიალის – The Super Models-ის ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა. სერიალი 1990-იანი წლების ოთხი წამყვანი მოდელის – ლინდა ევანგელისტას, ნაომის ქემბელის, სინდი კროუფორდის და კრისტი ტარლინგტონის შესახებ გვიყვება. ოთხეული მოდის ინდუსტრიაში 1980-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა. მიიჩნევა, რომ სწორედ ისინი იყვნენ ე.წ. “პირველი სუპერმოდელები”, რომლებმაც სამოდელო სფერო სამუდამოდ შეცვალეს. ოთხნაწილიან დოკუმენტურ ნამუშევარში, სუპერმოდელები განვლილი გზის შესახებ თავად მოგვითხრობენ და ჰყვებიან, თუ რა რეალობა იყო დიდებული ფასადის მიღმა. ტრეილერში ჟღერდება კითხვა -“თავად როგორ განსაზღვრავთ სუპერმოდელის ფენომენს”, რაზეც ნაომი პასუხობს -“როდესაც პირველად მოგვიხსენიეს სუპერმოდელად, ვთქვი – რატომ გვეძახის ხალხი ასე?”

სერიალზე ოსკარის მფლობელმა დოკუმენტალისტმა რეჟისორმა, როჯერ როს უილიამსმა და ლარისა ბილსმა იმუშავეს. The Supermodels-ის პრემიერა Apple TV-ზე 20 სექტემბერს შედგება.

იხილეთ დოკუმენტური სერიალის უახლესი ტრეილერი: