პარიზში მოღვაწე ახალგაზრდა დიზაინერი, ლუდოვიკ დე სენ სერნენი (Ludovic de Saint Sernin) ბელგიური ბრენდის – Ann Demeulemeester-ის შემოქმედებით ხელმძღვანელად დასახელდა. არტისტული, გენდერულად ნეიტრალური დიზაინით ცნობილი სერნენისგან, ბრენდის შემოქმედებით კონცეფციაში ფუნდამენტური ცვლილებებია მოსალოდნელი. ლუდოვიკ დე სენ სერნენმა ბრენდში მისვლა სოციუალურ მედიაში გამოქვეყნებული ფოტოებით დაანონსა.


ამ ფოტოებში ახალგაზრდა დიზაინერმა მოირგო ბრენდის საარქივო ლუქები, რომლებიც 90-იანი წლებით თარიღდება.

როგორც ბრენდის წარმომადგენლებმა WWD-სთან ინტერვიუში განაცხადეს, სერნენის არტისტული შეგრძნება – სენსუალობა, გენდერული ნეიტრალურობა და გამოკვეთილი სილუეტები ის ხელწერაა, რომელმაც Ann Demeulemeester-ის ახალი კურსი უნდა განსაზღვროს.