Furiosa: A Mad Max Saga-ს პრესტურის ფარგლებში ანია ტეილორ-ჯოი კანის კინოფესტივალს ეწვია. გარდა წითელი ხალიჩისა, მსახიობმა ფრანგული რივიერით შთაგონებული ქუჩის სტილის ახალ დონეზე აყვანა გადაწყვიტა და 2 დღეში პაპარაცების წინ 4 სხვადასხვა ლუქით წარსდგა.
ყველაზე დასამახსოვრებელი Jacquemus-ის თეთრი ორგანზის კაბაა, რომელიც საფრანგეთის სამხრეთის სულს იდეალურად წარმოადგენს, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სიმონ პორტე ჟაკმუსი სწორედ ამ რეგიონიდანაა.
გამორჩეულია Altain-ის ტერაკოტისფერი კაბა და (ისევ) ჟაკმუსის უზარმაზარი ქუდიც, ისევე, როგორც შავი ატლასის პიჯაკი და დენიმის ქვედაბოლო.
იხილეთ ფოტოები:











