ახლახან ბრიტანულმა GQ-მ გამოცემის ყოველწლიური სპეციალური ნომერი, სახელწოდებით Heroes წარადგინა, რომლის მთავარი გმირი ანია ტეილორ-ჯოია. მსახიობი ფოტოსესიაში შთამბეჭდავად გარდაისახა და სხვადასხვა ვიზუალით გამოჩნდა. ფოტოსესიაზე ჯეკ ბრიჯლენდის სტუდიამ იმუშავა. ფოტოები ბრიჯლენდის ესთეტიკისათვის დამახასიათებელი მკვეთრი ფერებით, კინემატოგრაფიული სტილით და სიურრეალისტური დეტალებით გამოირჩევა.

ბრიტანული GQ-ის სპეციალურ ნომერში ანია ტეილორ-ჯოიმ სამსახიობო კარიერასა და პერსონაჟის შექმნის პროცესზე ისაუბრა. ამჟამად ვარსკვლავი მედიის ყურადღების ცენტრშია, რამდენადაც 24 მაისს მსოფლიო კონოთეატრების ეკრანებზე მისი მონაწილეობით გამოდის ხმაურიანად დაანონსებული ფილმი – Furiosa: A Mad Max Saga. კინოსურათი ჯორჯ მილერის Mad Max-ის ფრენჩაიზის გაგრძელებაა. ანია ტეილორ-ჯოი ახალგაზრდა იმპერატორ ფურიოსას განასახიერებს.

იხილეთ ბრიტანული GQ-ის ფოტოსესია: