ზუსტად ერთი წლის წინ ანდრე ლეონ ტალი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მოდაში ის დიდი გავლენით სარგებლობდა. ამერიკული ვოგის პირველი შავკანიანი კრეატიული დირექტორი ხშირად მოიხსენიებოდა, როგორც “ერთადერთი შავკანიანი მამაკაცი ჩვენებების წინა რიგში.”

ანდრეს ინტერესის არეალი სხვადასხვა სფეროს სწვდებოდა. ის მრავალ კულტურული მნიშვნელობის მქონე საგანს ფლობდა, მათ შორის სახვითი ხელოვნების ნიმუშებს, ფოტოსურათებს, ოტ კუტიურ ქმნილებებს, ლიტერატურულ ნაწარმოებებს და ა.შ. ძალიან მალე მოდის ლეგენდარული რედაქტორის პირადი კოლექციის დიდი ნაწილი Christie’s-ს აუქციონზე გასაყიდად გამოვა.

Colin Douglas Gray, 2020

იმ ნივთებს შორის, რომელთა შეძენაც აუქციონზე იქნება შესაძლებელი შევხვდებით: ენდი უორჰოლის ნაჩუქარ პერსონალიზებულ ნამუშევარს, კიმ ქოულ მურის შესრულებულ ანდრეს პორტრეტს, ტომ ფორდის ატლასის მოსასხამს, Balenciaga-ს კაფტანს, კარლ ლაგერფელდის გადაღებულ ფოტოებს, Louis Vuitton-ის პერსონალიზებულ მონოგრამიან ჩემოდნებს, Hermès-ის “ბირკინებს” 1990-იანი წლებიდან, Chanel-ის ჩოგბურთის ჩოგანს, ვინტაჟურ წიგნებს, ხის ავეჯს, კერამიკულ ნაკეთობებს და ბევრ სხვა პირად საგანძურს.

აუქციონი ფიზიკურ ფორმატში 15 თებერვალს ჩატარდება, 27 იანვრიდან 16 თებერვლის ჩათვლით კი ონლაინ მოეწყობა.