HBO Max-ზე მაყურებელი And Just Like That-ის მეორე სეზონს იხილავს. ახლახან დადასტურდა, რომ მსახიობი კიმ კეტრალი სერიალში ბრუნდება და ის კვლავაც სამანტა ჯონსის როლს შეასრულებს. როგორც ცნობილია მსახიობი სეზონის ფინალში გამოჩნდება. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა კიმ კეტრალი And Just Like That-ის მესამე სეზონში უკვე მთავარი გმირის შემსრულებლის სტატუსით ვიხილოთ.

როდესაც HBO Max-მა And Just Like That დააანონსა, მაშინვე ცნობილი გახდა, რომ კიმ კეტრალი და მისი ეპრსონაჟი, სამანტა ჯონსი სერიალში არ გამოჩნდებოდა. ამის მიზეზი კეტრალსა და  Sex and the City-ის შემოქმედებით გუნდს შორის კონფლიქტური ურთიერთობა იყო, კიმ კეტრალმა ამის შესახებ საჯაროდაც ისაუბრა. ყველასათვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ სამანტა ჯონსის შემსრულებელ მსახიობს განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობა სარა ჯესიკა პარკერთან ჰქონდა. როგორც ჩანს, HBO Max კეტრალის დასაბრუნებლად მოლაპარაკებებს დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებდა და მსახიობი საბოლოოდ დაითანხმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ რომ სამსახიობო შემადგენლობას ახალი სახეებიც უერთდებიან. თუმცა რაც ყველაზე მთავარია, სერიალის მეორე სეზონში Sex and The City-ის ერთ-ერთი მთავარი გმირი, ეიდენი ბრუნდება. მის პერსონაჟს ამჯერადაც ჯონ კორბეტი შეასრულებს. ეს სიახლე აქამდეც ცნობილი იყო. HBO-მ ეიდენის დაბრუნება ჯერ კიდევ იანვარში, ოფიციალური ფოტოების მეშვეობით დააანონსა.

სერიალის პრემიერა HBO Max-ზე 22 ივნისს შედგება.