2021 წლის დეკემბერში, 2000-იანების საკულტო სატელევიზიო შოუს Sex and The city-ის სპეციალური სეზონის პრემიერა შედგა. როგორც აღმოჩნდა, HBO-მ გადაწყვიტა პროექტი არ დაასრულოს და საყვარელი გმირების ისტორიის გაგრძელება შემოგვთავაზოს. ოფიციალურად დადასტურდა, რომ მაყურებელი And Just Like That-ის მეორე სეზონსაც იხილავს.

ახალი სეზონის გამოსვლის შესახებ დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად უამრავი კრიტიკისა და სერიალის არაერთი გულშემატკივრის უარყოფითი შეფასებებისა, პროექტი მაინც რეიტინგული და შესაბამისად, წარმატებული აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ And Just like That-ის სამსახიობო შემადგენლობაში ვერ ვიხილეთ სამანტა ჯონსის პერსონაჟი, რამდენადაც მსახიობმა კიმ კეტრელმა სერიალის შემოქმედებით გუნდთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.