Amazon Prime – ზე რიანას თეთრეულის ბრენდის, Savage x Fenty -ს 2020 წლის შოუ გამოქვეყნდა, რომელიც დღეს, ინტერნეტში, ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემაა.
Savage x Fenty რიანამ 2018 წელს შექმნა, როგორც თეთრეულის ბრენდი ყველა ზომის, ფორმის, რასის მქონე ქალისთვის. მრავალფეროვნების და ინკლუზიურობის გარდა, Savage x Fenty – ს გარშემო შექმნილი მღელვარება თავად მომღერალსაც უკავშირდება. რიანა მოდაში იმიჯის შესაქმნელად წლების განმავლობაში მუშაობდა. ის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ვარსკვლავია.
„საზოგადოებისთვის მოდის კრიტიკოსების აზრი უმნიშვნელოა, ხალხს აინტერესებს რიანა რას ჩაიცვამს“ – აღნიშნავს ტომ ფორდი ერთ-ერთ ინტერვიუში.
თვალი გადავავლოთ ფოტომასალას Savage x Fenty -ს 2020 წლის შოუდან:
გასული სეზონის მსგავსად, შოუში მონაწილეობდა ბრიტანელი ტოპ მოდელი და მსახიობი, Cara Delevingne.
ამერიკელი მომღერალი, Normani, რომელიც საზოგადოებამ ჯერ X Factor – იდან, ხოლო შემდეგ, Fifth Harmony – დან გაიცნო, რიანას თეთრეულის ბრენდის სახეა.
რიანას აქტიურ მოდელად იქცა ბელა ჰადიდიც, რომელიც ბარბადოსელი მომღერლის 2018 და 2019 წლის ჩვენებებშიც მონაწილეობდა.
შოუში პერფორმანსით წარსდგნენ მუსიკალური ინდუსტრიის ცნობილი სახეები, მათ შორის: Lizzo და Rosalía.

წელს Savage x Fenty -ს პირველად შეუერთდნენ: Irina Shayk, Demi Moore, Paris Hilton.


მოდელებს შორის იყვნენ +ზომის, ტრანსგენდერი ქალები და დრაგ ქუინები.

შოუ გახსნა და დახურა თავად რიანამ.

სიახლე იყო მამაკაცის ხაზი,2020 წლიდან Savage x Fenty ფართოვდება და ბრენდს მამაკაცის ხაზიც ემატება. როგორც გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, კოლექცია, რომელიც მოიცავს მონოგრამიან პიჟამებს, ბოქსერებს, შორტებს და ა.შ. შთაგონებულია კომბსის ოთხმოცდაათიანების ესთეტიკით და „ნიუ-იორკული დამოკიდებულებით.“


შოუს ყურება შესაძლებელია Amazon Prime Video -ზე.