მოდა რომ ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი და ყველაზე იდუმალი ნაწილია, ეს სიახლეს არავისთვის წარმოადგენს. ის გვთავაზობს არა მხოლოდ ვიზუალურ სილამაზეს, ან მოკლევადიან ტრენდებს, არამედ შინაგან ჰარმონიას, თავდაჯერებულობას და კომფორტს, რომელიც ჩვენი ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე განსაკუთრებით გვჭირდება.

ქალებისთვის ორსულობა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, როდესაც სხეული და გონება ერთდროულად იწყებს ტრანსფორმაციას და ხვდები, რომ შენს ცხოვრებაში ახალი და ყველაზე მნიშვნელოვანი თავი იწყება. მოლოდინი, შიში, ბედნიერების განცდა – ყველაფერი ერთად ირევა. სწორედ ამ დროს და ამიტომ არის მნიშვნელოვანი ქართულ რეალობაში amatera-ს გამოჩენა, რომლის შესახებაც ამ სტატიაში გიყვებით.

ამატერა  – ეს არის მაღალი ხარისხის  პირველი ქართული საორსულე  ტანსაცმლის ბრენდი, რომელიც მომავალ დედებს მოსახერხებელ, კომფორტულ და ინდივიდუალურ სტილს სთავაზობს.

ორსულობისას ქალის სხეული დიდ ცვლილებებს განიცდის, შესაბამისად, ტანსაცმელი, რასაც აქამდე  ატარებდით, ამ პერიოდში არ გამოგადგებათ, ხოლო შეხედულება, რომ მოდას საზღვრები გააჩნია და ის ორსულობისას არ გვჭირდება, მცდარი და მოძველებულია. მეტიც – ცხოვრების ასეთ საინტერესო ეტაპზე, მოდა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. როგორც ბრენდის დამფუძნებელი სალომე სიხარულიძე  ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, “ამატერას” მთავარი იდეა ქალებისათვის ორსულობის პერიოდში მაქსიმალური კომფორტის შექმნა და თავდაჯერებულობის მინიჭებაა. სალომე საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი და წარმატებული მარკეტერია. ამასთან ერთად, ის სამი შვილის დედაა, შესაბამისად, ბრენდის მომხმარებლის საჭიროებები მან ყველაზე კარგად იცის.

როგორც სალომე სიხარულიძე ამბობს, ყოველი ორსულობის დროს, თავად აწყდებოდა ჩაცმის სტილთან დაკავშირებულ პრობლემებს და კარგად ესმის, რამდენად დიდი დისკომფორტია ეს მომავალი დედებისათვის. შესაძლოა,  ბევრმა იფიქროს, რომ პრობლემის გადაჭრის გზა უბრალოდ დიდი ზომის გრძელი კაბა და დაბალძირიანი ფეხსაცმელია, თუმცა, ეს ასე არ არის. ქალების უმრავლესობას სურს, შეინარჩუნოს საკუთარი სტილი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. 

მიუხედავად არსებული საჭიროებებისა, ქართულ ბაზარზე საორსულე ტანისამოსის სეგმენტი სრულიად აუთვისებელია. სწორედ ამან უბიძგა სალომეს შეექმნა ბრენდი, რომელიც ყველა იმ გამოწვევას უპასუხებდა, რომელთან გამკლავებაც თავად მოუწია. აღსანიშნავია, რომ amatera ელეგანტურ და მოსახერხებელ დიზაინთან ერთად, ხარისხითაც გამოირჩევა – პროდუქცია უმაღლესი ხარისხის ნედლეულით საქართველოში იწარმოება. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს მთავარი – ბრენდის მიზანი სცდება იმას, რასაც თვალით ვხედავთ, ან სხეულით შევიგრძნობთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ amatera ერთგვარი პლატფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს, ქართველ ქალებს ორსულობასთან დაკავშირებული ფიზიკური და მენტალური პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ეს საკითხი უგულებელყოფილია, უდავოა, რომ ორსულობისას, ფიზიკურ ჯანმრთელობაზე არანაკლებ საყურადღებო და ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანიც კი, მენტალური ჯანმრთელობაა.

„მჯერა, რომ სამყაროს სასურველი, თავდაჯერებული ქალები ატრიალებენ და რომ ორსულობა მათ ამ თვითრწმენას არ უნდა აკარგვინებდეს.“

– სალომე სიხარულიძე.

გარდა ამისა, amatera-ში აპირებენ, რომ ხელი შუეწყონ ბუნებრივი კვების პოპულარიზაციას. ძალიან ხშირად, დედები ძუძუთი კვებაზე უარს სტერეოტიპული მიდგომების გამო ამბობენ. საზოგადოებაში ჯერ ისევ მყარადაა ფესვგადგმული შეხედულება, რომლის თანახმად, დედა, რომელსაც ახალშობილი ბუნებრივ კვებაზე ჰყავს, მშობლის ვალდებულებებს სამსახურს ვერ შეუთავსებს. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კი, ეს პროცესი ბევრისთვის კვლავაც მიუღებლად ითვლება. მნიშვნელოვანია, რომ “ამატერაში” აქტიურად მუშაობენ ბავშვის ძუძუთი კვებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ზოგადად, ამ თემის გარშემო ფესვგადგმული სტერეოტიპების დამსხვრევაზე.  

კარგ ხარისხთან, პრაქტიკულ და გამორჩეულ დიზაინთან ერთად, სწორედ ასეთი დეტალების გააზრება და სწორად აღქმა გამოარჩევს ამ ბრენდს ყველასაგან. ბუნებრივია, დავინტერესდით სამომავლო გეგმებითაც. როგორც სალომე სიხარულიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, მომავალში, amatera პროდუქციის შექმნისას, ყველა იმ კომპონენტზე იზრუნებს, რაც ქალს ორსულობის დროსა და მშობიარობის შემდეგ ეტაპებზე სჭირდება. ეს იქნება ტანსაცმელი, თუ აქსესუარები – როგორც მისთვის, ასევე ბავშვისთვის.

“ამატერას” უკეთ გასაცნობად, კოლექციების დასათვალიერებლად და შესაძენად, შეგიძლიათ ეწვიოთ ბრენდის ვებ-გვერდს – amatera.ge, ასევე სოციალური მედიის არხებს. შეძენილი პროდუქციის ტრანსპორტირება უფასოა და იგი მომხმარებლამდე 1-3 დღის ვადაში მიდის.

Facebook: https://www.facebook.com/amatera.ge

Instagram: https://www.instagram.com/amatera.ge