დღეს ცნობილი გახდა იმ დიზაინერის ვინაობა, რომელიც Rochas-ში კრეატიული დირექტორის პოზიციაზე შარლ დე ვილმორენს ჩაანაცვლებს, რომლის მოდის სახლიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის აპრილში გავრცელდა. პოსტს ალესანდრო ვიჯილანტე დაიკავებს და პასუხისმგებელი იქნება Rochas-ის ready-to-wear ხაზზე.
“ჩემთვის პატივია და მადლიერი ვარ, რომ Maison Rochas-ს ვუერთდები და მეძლევა შესაძლებლობა ამ მოდის სახლის მდიდარი და ღრმა მემკვიდრეობა განვავითარო,” – განაცხადა მან.
იტალიელ დიზაინერს მოდის ინდუსტრიაში სამუშაო გამოცდილება ისეთ ბრენდებში აქვს მიღებული, როგორებიცაა: The Attico, Dolce & Gabbana, Philosophy di Lorenzo Serafini და Gucci, სადაც ალესანდრო მიკელეს კრეატიული დირექტორობის პერიოდში მუშაობდა.
Rochas-ისთვის ალესანდროს პირველი კოლექციის პრეზენტაცია თებერვალში, პარიზის მოდის კვირეულის 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის ფარგლებში შედგება.