ალესანდრო მიკელე Valentino-ს კრეატიული დირექტორის მოვალეობის შესრულებას მიმდინარე წლის 2 აპრილს შეუდგა, სულ რაღაც ორ თვეში კი იტალიური მოდის სახლისთვის შექმნილი მისი პირველი კოლექციის კატალოგიც გამოქვეყნდა.

Valentino-მ ალესანდროს თვალით დანახული ბრენდი დაგეგმილზე რამდენიმე თვით ადრე წარმოგვიდგინა. მისთვის იტალიელი დიზაინერის სადებიუტო ნამუშევრები 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე, პარიზში, 29 სექტემბერს უნდა გვეხილა, თუმცა დღეს, მოულოდნელად, გამოქვეყნებულმა ფოტოებმა პირველი შთაბეჭდილებები შეგვიქმნა. დამატებით ასევე გამოვიდა კატალოგი, რომელიც აქსესუარებს ეძღვნება.

2025 წლის Resort კოლექცია 1970-იან და 1980-იან წლებს, Valentino-ს არქივებს და ვალენტინო გარავანის პერსონალურ სტილს ეხმიანება.

Valentino Resort 2025

კოლექციის სრულად სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს: www.vogue.com