იტალიური მოდის სახლი მილანის მამაკაცის სამოსის მოდის კვირეულს გახსნის. სიახლე ცოტა ხნის წინ დადასტურდა. 13 იანვარს, ცენტრალური ევროპის დროით შუადღის ორ საათზე, Gucci მამაკაცის ახალ კოლექციას წარადგენს. გასულ სამ წელში, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც გუჩი კაცის ხაზის პრეზენტაცია დამოუკიდებელი შოუს სახით მოხდება. აქვე შეგახსენებთ, რომ 24 ნოემბერს, Gucci-ის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, ალესანდრო მიკელემ მოდის სახლი დატოვა. ბრენდს მიკელეს შემცვლელი ჯერ არ დაუსახელებია. გამომდინარე აქედან, მამაკაცის ახალ კოლექციას გუჩის დიზაინ გუნდი შექმნის, კრეატიული დირექტორის გარეშე.

Gucci შემოდგომა/ზამთარი 2019 / შემოქმედებითი დირექტორი: ალესანდრო მიკელე

მილანის მამაკაცის სამოსის მოდის კვირეული და Pitti Uomo-ს ღონისძიება ფლორენციაში, დღესასწაულების დასრულების შემდეგ, 13-17 იანვარს გაიმართება. სულ დაგეგმილია 72 ღონისძიება, მათ შორის 21 ფიზიკური ჩვენება.

ასევე იხილეთ: Gucci x Alessandro Michele – უპრეცედენტო ისტორიის მტკივნეული დასასრული