
პარიზის ოპერაში პირველად დაიდგა ბობი ჯენ სმითის და ორ შრაიბერის საბალეტო სპექტაკლი, რომელსაც ქორეოგრაფებმა “Pit” უწოდეს. მისთვის კოსტიუმები Alaïa-ს კრეატიულმა დირექტორმა პიტერ მიულემ მოდის სახლის და ოპერა გარნიეს ატელიეებთან თანამშრომლობით შექმნა.

© Alaïa
Alaïa-ს ცნობით, სამოსისთვის გამოყენებულია მოდის სახლის საკულტო ქსოვილები, მათზე მუშაობისას პიტერის შთაგონების წყარო კი “მოცეკვავეების თავისუფალი მოძრაობები” იყო. შავ-თეთრი ნამუშევრები მორგებულია მოცეკვავეების სხეულის ფორმებს, აღნაგობას და მათ მოძრაობას ყურადღების ცენტრში აქცევს. კოსტიუმები Alaïa-ს მიერ დახასიათებულია, როგორც “მოქნილი ჯავშავნი.”

© SHOWstudio
“ეს კოლაბორაცია Alaïa-ს უნიკალურ ისტორიას ეხმიანება – მოდის სახლის, სადაც მოდა და შემოქმედება ყოველთვის თანხვედრაშია ხელოვნებასთან და სილამაზესთან.”
– Alaïa
ბალეტის პრემიერა 17 მარტს შედგა. სპექტაკლის ხანგრძლივობა ერთი საათი გრძელდება და მისი ხილვა გარნიეს სასახლეში 30 მარტის ჩათვლით არის შესაძლებელი.