ბრიტანელი სუპერმოდელის, ქეით მოსის როლს ახალ ფილმში მსახიობი ელი ბამბერი შეასრულებს. ფილმი ქეით მოსისა და ლუსიან ფროიდის ურთიერთობის შესახებ გვიყვება, რომლის სახელიც შესაბამისად “მოსი და ფროიდი” იქნება. ფროიდის როლს დერეკ ჯეიკობი შეასრულებს. 2023 წელს დაანონსებული ფილმის რეჟისორი ოსკაროსანი ჯეიმს ლუკასი იქნება.

ფილმი 2000-იანების დასაწყისში განვითარებულ მოვლენებს ასახავს, როდესაც ქეით მოსი ლუსიან ფროიდის პორტრეტებისთვის შიშველი პოზირებდა. ლეგენდარული ზიგმუნდ ფროიდის შვილიშვილი, ლუსიანი გერმანიაში დაიბადა, თუმცა მისი, როგორც მხატვრის კარიერა ლონდონში განვითარდა, სადაც მან ქეით მოსი გაიცნო და 9 თვის განმავლობაში, საკუთარ სახელოსნოში, უკვე ცნობილი სუპერმოდელის პორტრეტებს ქმნიდა. ფილმი აღწერს, თუ “როგორ ვითარდება ორი სხვადასხვა ადამიანის ცხოვრება ერთმანეთთან შეხვედრის შემდეგ, თუ როგორ გავლენას ახდენენ ისინი ერთმანეთზე და თუ როგორ გახდა ეს შეხვედრა ორივე ადამიანისთვის უდიდესი აღმოჩენებით სავსე და შეცვალა ორივეს ცხოვრება,” ნათქვამია Variety-ს აღწერაში.

ქეით მოსის პორტრეტი Chritie’s Londonის აუქციონზე

BBC Radio 4-თან ინტერვიუში, ქეით მოსმა ფროიდზე ისაუბრა და თქვა, რომ მან ქეითის ფეხზე ჩიტი ამოუსვირინგა, “მგონი, ერთადერთი ადამიანი ვარ, ვისაც სხეულზე ფროიდის ნამუშევარი აქვს” აღნიშნა სუპერმოდელმა. Art Daily-ს მიხედვით, ლუსიან ფროიდის შექმნილი პორტრეტი, რომელზეც ორსული შიშველი ქეით მოსია გამოსახული, Chritie’s Londonის აუქციონზე 7,9 მილიონ დოლარად გაიყიდა.