ზაფხულის დადგომასთან ერთად აღმოსავლეთ ჰემპტონში, 2500 კვადრატული ფუტ სივრცეში განთავსებული Chanel-ის მაღაზიის კარები მომხმარებლებისთვის კიდევ ერთხელ გაიღო. გასული წლის მსგავსად, ცხელ სეზონზე ადგილზე დასასვენებლად ჩასულებს საშუალება კვლავ ეძლევათ ფრანგული მოდის სახლის მარადიული სტილი ჰემპტონსის მახასიათებლებთან შერწყმული იხილონ.
Chanel-თან ყველაზე მეტად ასოცირებული ფერები: შავი, თეთრი და ოქროსფერი მთელ სივრცეში დომინირებს. ინტერიერში შეტანილია შტრიხები, რომელთა ინსპირაციაც პარიზში, 31 Rue Cambon-ზე მდებარე კოკო შანელის ლეგენდარული სალონია, მაგალითად, ერთ-ერთი ასეთ დეტალს შავ მატე იატაკზე დაფენილი ტვიდის ხალიჩები წარმოადგენს.


© Chanel
26 Newtown Lane-ზე მდებარე გამწვანებული ბაღით გარშემოტყმულ ორსართულიან მაღაზიაში ჩანთებთან, ტყავის პატარა ზომის აქსესუარებთან, სუნამოებთან, თავის მოვლის პროდუქტებთან, საათებთან, სათვალეებთან და სამკაულებთან ერთად წარმოდგენილია 2023 წლის Métiers d’art კოლექცია და Coco Beach ხაზი, რომლის შთაგონებაც ამ სეზონზე Chanel-ის 1990-იანი წლების ჩვენებებიდან მომდინარეობს. საზაფხულო კოლექციის ფერთა პალიტრაში შავ-თეთრი მკვეთრ ვარდისფერს და მარჯნისფერს ეწყმის.
Chanel-ის სეზონური მაღაზია მომხმარებლებს 16 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.