ინტერნეტში ვრცელდება პირველი ფოტოები ადიდასის და ბალენსიაგას კოლაბორაციიდან.

სიახლე ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება, თუმცა HYPEBEAST სანდო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჭორები, სპორტული გიგანტის და მაღალი მოდის ფრანგული ბრენდის თანამშრომლობის შესახებ, სიმართლეა. როგორც ვკითხულობთ, Adidas და Balenciaga პოპულარული Triple S მოდელის კოლაბორაციულ ვერსიას გამოუშვებენ.

გასულ წელს, ბალენსიაგამ Triple S-ის კოლაბორაცია წარადგინა გუჩისთანაც. დემნას და ალესანდრო მიკელეს “Hacker Project” მოდაში 2021 წლის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ მოვლენად იქცა.

Balenciaga x Gucci – Hacker Project

გავრცელებულ ხმების ნამდვილობას გვაფიქრებინებს ისიც, რომ 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის მოდის კვირეულზე, ადიდასთან კოლაბორაცია დააანონსა გუჩიმაც. შეგახსენებთ, რომ გუჩის და ბალენსიაგას ფრანგული კონგლომერატი – Kering ფლობს.