გასული წლის ოქტომბერში Adidas-მა ქანიე ვესტთან თანამშრომლობა რეპერის არაადეკვატური, ანტისემიტური და შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ მიიღო. კომპანიის მიერ გაჟღერებულ განცახდებაში მისი ქცევა დახასიათებული იყო, როგორც “მიუღებელი, სიძულვილისა და საფრთხის შემცველი.” თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გახმაურებული და პოპულარული კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი მოდელების შეძენა პირდაპირი წყაროდან ისევ შესაძლებელი იქნება – Adidas $1.3 მილიარდი ღირებულების YEEZY-ს დარჩენილ ფეხსაცმელებს ისევ გაყიდის.

მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტის თანახმად თითოეული გაყიდვიდან 15%-იანი საკომისიო Ye-ს ერგება, Adidas-მა დაადასტურა, რომ შემოსავლის ნაწილი საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაერიცხება – მათ შორის, დაწესებულებებს, რომლებიც იმ ჯგუფებს უჭერს მხარს, რომელთა მიმართაც ბოლო წლებში რეპერის მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებები გაკეთდა.

© Getty Images

“ახლა ვცდილობთ, რომ დროთა განმავლობაში მერჩენდაიზის ნაწილი გავყიდოთ… საქონელის დაწვა გამოსავალი არ იქნებოდა,” – განმარტავს Adidas-ის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი ბიორნ გულდენი. მან ასევე აღნიშნა, რომ შემოწირულობის გაღებას პროდუქტების გაყიდვა ბაზარზე მათი არაპირდაპირი გზით მოხვედრის თავიდან არიდების მიზეზით ამჯობინეს.