სპორტული ტანისამოსისა და აქსესუარების მწარმოებელმა გერმანულმა კომპანიამ ქანიე ვესტთან დაკავშირებით ახალი განცხადება გააკეთა. “მას შემდეგ, რაც არაერთხელ ვცადეთ შექმნილი მდგომარეობის კონფიცენდიალურად მოგვარება, გადავწყვიტეთ, რომ თანამშრომლობა გადახედვას დავუქვემდებაროთ,” – ნათქვამია Adidas-ის განცხადებაში.

გასული კვირების განმავლობაში, ამერიკელი რეპერი ღიად კრიტიკული იყო ადიდასის ხელმძღვანელობის მიმართ. ქანიემ გერმანულ ბრენდი იდეების მითვისებაშიც დაადანაშაულა.

“Adidas-ის მიზანი ყოველთვის იყო ათლეტებისა და არტისტების მხარდაჭერა მათი ხედვის აღსრულებაში. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა წარმატებული თანამშრომლობა ორმხრივ პატივისცემას და საერთო ღირებულებებს ემყარება,” – ვკითხულობთ ადიდასის განცხადებაში.

თუ Adidas -ის გადაწყვეტილებაზე ქანიეს საჯარო პასუხს გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ Adidas Yeezy კოლაბორაცია ახლო მომავალში დასრულდება.