მიმდინარე წლის მაისში, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე Balenciaga-ს კოლექციის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო პროდუქტები, რომლებიც Adidas-თან კოლაბორაციით შეიქმნა. დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ, კოლექციის შეძენა მალე შესაძლებელი იქნება. აღსანიშნავია ისიც, ჩვენების შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში მსურველებს შეეძლოთ ის ონლაინ წინასწარაც შეეკვეთათ.

თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა სამოსი, ფეხსაცმელები, ჩანთები, სამკაულები და სხვა აქსესუარები, რომლებზეც ფრანგულის მოდის სახლისა და სპორტული სტილის პროდუქციის მწარმოებელი გერმანული კომპანიის ლოგოები სხვადასხვა სახით არის გაერთიანებული. “Balenciaga-ს და Adidas-ს შორის კოლაბორაცია ახლებურ კონტექსტში წარმოაჩენს სპორტული სამოსის ელემენტებს, რომლებიც Balenciaga-ს კრეატიული ენის ნაწილია,” – ვკითხულობთ Balenciaga-ს ვებ-საიტზე.

Balenciaga x Adidas-ის პროდუქტების გაყიდვაში გამოსვლა 3 ნოემბერს დაანონსდა.

Balenciaga გაზაფხული 2023

ჩვენების ჩანაწერი